აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა

აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა

აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 12 ობიექტს გადაეცა, თუმცა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას პროექტის ფარგლებში 29 ობიექტი ცდილობდა. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი. ის გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 16-მა სასტუმრომ და რესტორანმა მიიღო. ახლა კი მათი რიცხვი 46-მდე გაიზარდა. პროექტის ფარგლებში ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტები და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე - Recommend.ge - არის განთავსებული და ვიზიტორებს ეხმარება, თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში უნდა შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი