"ცარიელი ხელებით" დაწყებული ბიზნესი და წარმატების ფორმულა "ჩემი ცოლის დაქალების" ბახვასგან

"ცარიელი ხელებით" დაწყებული ბიზნესი და წარმატების ფორმულა "ჩემი ცოლის დაქალების" ბახვასგან

მატერიალური რესურსების, საწყისი კაპიტალის გარეშე დაწყებული ბიზნესი და უამრავი უცხოელისთვის საქართველოს შესახებ მიწოდებული მრავალფეროვანი ინფორმაცია - ეს არის ჟურნალი Georgia to see, რომელიც 2015 წლის აგვისტოში დაარსდა და დღეს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ ცდილობს ტურისტებისთვის საქართველოს გაცნობას და ჩვენს ქვეყანაში მოპატიჟებას.

"ფაქტობრივად უფულოდ, ყველანაირი სახსრების გარეშე დავსხედით, მოვიფიქრეთ იდეა. კომპანიები კი ბრმად გვენდნენ, წამოვიდნენ თანამშრომლობაზე და გავაკეთეთ ჩვენი ბიზნესი, რომელსაც დღემდე ვავითარებთ და ვხვეწთ. როდესაც ამ ჟურნალზე ვმუშაობთ, ჩვენში პატრიოტული მოტივები იღვიძებს. ვთვლით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით გვავსებს", - ამბობს ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ბახვა ბრეგვაძე და "ბიზნესპრესნიუსს" ჟურნალის, Georgia to see დაარსების ისტორიას უყვება:

პირველი ნაბიჯები: "გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არ იყო. გამოიკვეთა, რომ საქართველოში არ არსებობდა ჟურნალის არც ბეჭდური და არც ონლაინ ვერსია, რომელიც ტურისტებს მეგზურობას გაუწევდა. როდესაც ჩვენი სტუმრები ან პარტნიორები საქართველოში ჩამოდიოდნენ, სულ ეს პრობლემა ჰქონდათ - არ იცოდნენ რა უნდა ენახათ, როგორ. ჩვენ ხელით ვუწერდით ყველაფერს, რუკას ვუმზადებდით. ამ ჟურნალით ჩვენც გავიმარტივეთ საქმე და მათაც გავუმარტივეთ: გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელშიც მათთვის ყველა სასარგებლო ინფორმაცია იქნებოდა თავმოყრილი და ჟურნალს ვებ-გვერდიც დავურთეთ.

ასე შეიქმნა Georgia to see ერთი წლის წინ. ჟურნალის დამფუძნებლები ვართ ქეთევან ლომიძე და მე. რედაქტორი ნესტან (ნენე) კვინიკაძეა. ჟურნალის მიზანია წარმოაჩინოს საქართველო, როგორც ტურისტულად მომხიბვლელი, თანამედროვე ქვეყანა, თავისი მდიდარი კულტურით და წარსულით  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი