ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, დღეს საღამოს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წევრის, ლუკა ბასხოლიანის განმარტებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს საკრებულოს სხდომაზე მისვლას არ აპირებენ - "ჩვენ არ ვითხოვთ მერის გადადგომას. ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება და ვითხოვთ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას," - აღნიშნა მან.

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო აქციებს აქამდეც მართავდნენ. გასულ თვეს, ისინი ნუცუბიძის ქუჩაზე, ყოფილი გეო-ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიისთვის ტყე-პარკის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, სადაც, მაცხოვრელების თქმით, ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

ამავე პერიოდში, "პარტიზანმა მებაღეებმა" პარლამენტის შეობასთან თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელიც გააპროტესტეს.

რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას, საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობა" 2013 წელს შეიქმნა. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ყველაფერს მას შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რაც ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში თბილისის ტერიტორიაზე ხეების დარგვის ინიციატივის შესახებ დაწერა. თუმცა, "პარტიზანული მებაღეობის" აქტიურ ორგანიზაციად ჩამოყალიბება მერიის სამსახურების მიერ ათეულობით საღი ხის გაჩეხვამ განაპირობა. ჯგუფს დღეს 30-მდე აქტიური წევრი ჰყავს. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი