"ძალიანაა შეყვარებული, ულამაზესი სარძლო მყავს" - ლევან როსტოშვილი ქორწინდება

"ძალიანაა შეყვარებული, ულამაზესი სარძლო მყავს" - ლევან როსტოშვილი ქორწინდება

ანსამბლ "ალილოს" წევრის, ბექა ჩხაიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, მომღერალმა სახლი შეიძინა. ერთ დღეს მეგობრებმა ნაბახუსევზე გადაწყვიტეს, მიწის ნაკვეთი ეყიდათ, კორპუსი აეშენებინათ და ყველას ერთად ეცხოვრა. ეს იდეა განახორციელეს და უკვე ახალმოსახლეობისთვისაც ემზადებიან. როგორც თავად გაგვიმხილა, ბექა ახალ ბინაში ცხოვრების დაწყებას მარტოხელა კაცის სტატუსით არ აპირებს, ცოლის მოყვანაზე სერიოზულად ფიქრობს, მით უმეტეს, სამეგობროში კარგი მაგალითი აქვს - მისი მეგობარი, ლევან როსტოშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც როსტო, მალე ქორწინდება

- თქვენი მეგობარი, ლევან როსტოშვილი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ციხიდან გირაოს სანაცვლოდ. როგორ არის?

- ძალიან დაღვინებულა. ისევ ბედნიერად, მხიარულად და კანონის ფარგლებში ცხოვრებას ვაგრძელებთ. როსტო ძალიანაა შეყვარებული, ულამაზესი სარძლო მყავს, მაგარი გოგოა! ალბათ დაოჯახებასაც გეგმავს.

24 საათიანი ძმაკაცობიდან ადამიანი რომ მოგაკლდება და 3 თვე მოგწყვეტენ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ალბათ ტყუილად არაფერი ხდება. ხალხის პოლემიკაში დიდად არ ჩავრეულვარ, რადგან ისეთ სულელურ კომენტარებს წერდნენ, სიმართლეს სულ რომ არ შეესაბამებოდა. ერთი კაცი ვერ მოვერეოდი და წერონ, რაც უნდათ.

ლევანმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. მეგობრობა რისთვის არსებობს? ერთმანეთს უკიდურეს მდგომარეობაშიც კი გვერდში უნდა დავუდგეთ. არც როსტოს და არც მის ოჯახს ერთი წამითაც არ ვაგრძნობინეთ თავი მარტო. ლევანს ციხეში წერილებს, ბანანსა და ატამს ვუგზავნიდით, მეტს ვერაფერს ვაკეთებდით მისთვის, მისი გათავისუფლება სამეგობრომ რამდენიმედღიანი ქეიფით აღვნიშნეთ.

სოფო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი