ელისაშვილი ნარმანიას: "კაცურად თქვი, რომ შენც წვალობ, რომ ვერ "გაქაჩე"

ელისაშვილი ნარმანიას: "კაცურად თქვი, რომ შენც წვალობ, რომ ვერ "გაქაჩე"

ან თქვი ვინ იყო დამნაშავე, ან წადი და ამით გადაარჩინე შენი საჯარო ბიოგრაფია, - ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების თემაზე საუბრისას.

"არც მერად დაბადებულხარ და არც მე დავბადებულვარ დეპუტატად. ორივე დავიბადეთ სახელითა და გვარით და ასე ვცხოვრობთ. უხერხულია, ხართ თბილისის მერი, რომელსაც, ვაღიარებ, რომ მხარი მეც დაგიჭირეთ. მომწონდა, რომ ზუგდიდელი კაცი ჩამოხვედით და მერობას მიაღწიეთ და ახლა რას ვიღებ? - ვერ ბედავ თქვა, ვინ იყო დამნაშავე. გაბედე და თქვი, ან თუ ვერ ბედავ, თქვი, რომ შენც წვალობ, რომ ვერ "გაქაჩე", რომ არ იყავი მზად ამ ტვირთის ასაწევად. კაცურად თქვი", - მიმართა ელისაშვილმა თბილისის მერს.

ამასთან, მან დავით ნარმანიას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მისი მისამართით თავადაც სკანდირებდა სიტყვებს: "მაიმუნო, ვირიშვილო".

ელისაშვილის თქმით, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ყაზბეგის გამზირზე ხეები მოჭრეს იმის გამო, რომ იქ ინვესტორის ინტერესი იყო.

"ადამიანური თხოვნაა, ან თქვი ვინ იყო დამნაშავე, ან წადი. ნურც შენ წვალობ და ნურც ამ ქალაქს აწვალებ", - აღნიშნა ელისაშვილმა.

თავის მხრივ, სიტყვით გამოსვლის დროს "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა თბილისის მერს პარტიის სახელით გადადგომისკენ მოუწოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი