გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი

ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებს.

მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ის სიტუაციაა, როდესაც ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის.

"მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით. ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი. არ მინდა, გამოვყო არავინ, რადგან ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული უყურებდა მთელი საქართველო თითოეული თქვენგანის ასპარეზობას. ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით ქვეყნის ჩათვლით, შემდეგ დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ - სხვა პარამეტრებით. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან - მერვეზე, ხან უფრო ქვევით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი და თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ მთელს საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე წარმატებები უსურვა პარაოლიმპიელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ. "დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი შემართებით მთელი საქართველო თქვენც გიგულშემატკივრებთ. გილოცავთ, გილოცავთ და კიდევ გილოცავთ. უამრავი მადლობა ყველა ჩვენგანისგან თითოეულ თქვენგანს", - მიმართა პრემიერმა ქართველ ოლიმპიელებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი