ვინ არის პრიმაბალერინა, რომელსაც 20 წლის მანძილზე საქართველოში არ უშვებდნენ

ვინ არის პრიმაბალერინა, რომელსაც 20 წლის მანძილზე საქართველოში არ უშვებდნენ

XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი - ეთერ ფაღავა ნოე ჟორდანიას შვილიშვილია... მისი ბავშვობის წლებს ასე ახასიათებს ლონდონში გამოცემული საბალეტო ლექსიკონი: "ეთერ ფაღავა უკანასკნელი ომის დროს გამოჩნდა, როგორც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი და მაშინვე ვარსკვლავი გახდა... 13 წლის ეთერი უკვე სენსაცია იყო, როცა ის ასრულებდა პატარა აკრობატის როლს ბალეტ "ოინბაზებში"... ბელინის მუსიკის საფუძველზე, 1948 წელს ჯ. ბალანჩინის მიერ დადგმულ "სომნამბულაში" ეთერ ფაღავას ხელოვნებამ საყოველთაო აღტაცება მოიპოვა... ამის შემდეგ ის მიიწვიეს პარიზის "გრანდ-ოპერაში", რასაც მოჰყვა გასტროლები მილანის "ლა სკალაში"...

ეთერ ფაღავა:

- ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ვარ... ის იშვიათი პიროვნება, ძალზე თბილი ბაბუა, განსაკუთრებულად ჭკვიანი იყო და მას, როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდი. მახსოვს მისი ოთახი, სადაც ბევრი წიგნი იყო!.. სულ ენატრებოდა საქართველო. მთელი ცხოვრება ფიქრი ტანჯავდა, როდის დაბრუნდებოდა საქართველოში... 26 მაისს ჩვენთან ძალიან ბევრი ქართველი მოდიოდა და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, როდის დავბრუნდებით სამშობლოშიო?

- საფრანგეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ...

- დიახ, საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჯერ ქართული ვისწავლე და მერე - ფრანგული. ლევილში პატარა საქართველო იყო... დედაჩემი ქართულად წერდა ლექსებს საქართველოზე, ბაბუაზე... ლევილში ცხოვრობდნენ, მაგრამ ფრანგული პასპორტები არ ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ საფრანგეთი, მაგრამ არ სურდათ, ფრანგები ყოფილიყვნენ. ამიტომაც, პასპორტის მიხედვით ქართველებად დარჩნენ. ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან ქართული პასპორტით სამსახურის შოვნა ჭირდა. თუმცა, ყველაფერს უძლებდნენ! ნამდვილი ქართული ბავშვობა მქონდა: ფრანგულ სკოლაში კი დავდიოდი, მაგრამ სულ "დედაენა" მეჭირა ხელში და ჩავყურებდი. ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ვსწავლობდი...

- საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით?

- პირველად 1967 წელს ჩამოვედი და ვნახე ჩემი ულამაზესი სამშობლო, ჩემი ბებია - ეთერ ფაღავა და ნათესავები... მამა საქართველოდან რომ წავიდა, 17 წლის იყო. ისიც ძალიან იტანჯებოდა იმის გამო, რომ სამშობლოში ვერ დაბრუნდა... პირველად მოსკოვში ჩავედი. ძალიან დაიგვიანა თბილისის თვითმფრინავმა. აეროპორტში იმდენად გამახარა უცნობ ქართველებთან შეხვედრამM, რომ დაახლოებით ხუთი საათი ველაპარაკე... თბილისში რომ ჩავედი, ღამის ოთხი საათი იყო. ვიფიქრე, ამ შუაღამეს ვერავის ვნახავ-მეთქი და, სიხარულისგან ლამის გავგიჟდი, როცა მივხვდი, რომ აეროპორტში უამრავი ადამიანი მელოდა... ვახტანგ ჭაბუკიანი ყვავილებით შემომეგება. მასთან ერთად იყვნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები. ასევე, ჩემი ბიძა, სამი დეიდა და ნათესავები - ფაღავების მხრიდან... ჩემს უახლოეს ნათესავებს პირველად 35 წლის ასაკში შევხვდი. ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა...

- თბილისს, როგორც ბალერინა, ისე ეწვიეთ?

- დიახ! თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიწვიეს და საქართველოში სამი კვირა დავრჩი... თეატრში უამრავი ხალხი მოდიოდა. მათ აინტერესებდათ ჩემი შემოქმედება, მაგრამ უფრო მეტად ის ხიბლავდათ, რომ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ვიყავი. ყველა მასზე მელაპარაკებოდა და მეუბნებოდნენ, - დიდი კაცი იყოო... თბილისის ოპერაში "ჟიზელი" ვიცეკვე. ძალიან მომეწონა თბილისის დასი. რეპეტიციაზე ქართულად რომ ვლაპარაკობდი, ეს ყველას უხაროდა. ვახტანგ ჭაბუკიანი უმეტესად, რუსულად საუბრობდა და ორკესტრის წევრი გაეხუმრა, - ჩვენი გოგო გასწავლის ქართულსო... ჭაბუკიანთან ერთად "ჟიზელი" რომ ვიცეკვე, დარბაზში ტაში არ წყდებოდა. სპექტაკლის ბოლოს გამოვედი და მაყურებელს ქართულად მივმართე: დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, მერე ბაბუაზე და ჩემს საქართველოზეც ვილაპარაკე... თეატრიდან რომ გამოვედი, ქუჩაში უამრავი ხალხი მომყვებოდა. მითხრეს: ეს ხალხი იმიტომ კი არ მოგდევს, რომ ბალერინა ხარ, არამედ იმიტომ, რომ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ბრძანდებიო... ეს სიტყვები რომ მახსენდება, გული ყოველთვის სიამაყით მევსება! ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი