"მის გვერდით ბიჭი იყო ჩაჩოქილი და ეხვეწებოდა, - ბომბორ, არ მოკვდეო"! - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"მის გვერდით ბიჭი იყო ჩაჩოქილი და ეხვეწებოდა, - ბომბორ, არ მოკვდეო"! - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

25 აგვისტოს მკვლელობით დასრულდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩასთან, ე.წ. საავადმყოფოს უბანში ახალგაზრდებს შორის დაწყებული ჩხუბი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, ბიჭებს შორის ჯერ კამათი დაიწყო, რის შემდეგაც ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულს გაუგებრობა რამდენიმე დღით ადრე მოუხდათ და საქმის გასარჩევად შეხვდნენ ერთმანეთს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ოთხი და მოკლულია ერთი ახალგაზრდა. დაჭრილები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მათი მისვლისას, ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. სამი პირველადი დახმარების გაწევის შემდგეგ ბინაზე გაეწერა. ერთ-ერთს კი შედარებით მძიმე დაზიანება აქვს - ფილტვის არეშია დაჭრილი, რის გამოც მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილები 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მათ შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელია. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორმა დანით შეუარაღებული ახალგაზრდის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელში დაიჭრა.

გარდაცვლილი 22 წლის ნოდარ გოგიტიძეა, რომელსაც ქობულეთში ყველა ბომბორას სახელით იცნობდა. ის ფეხბურთელი იყო და გარკვეული პერიოდი ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა. მისი მეგობრები მომხდარით გაოგნებული არიან, უჭირთ დაიჯერონ, რომ მათი მეგობრობის სული და გული ცოცხალი აღარ არის. "მისნაირ ხალისიან და მხიარულ ადამიანს იშვიათად თუ შეხვდები სადმე. ბომბორა იყო ენრეგიისა და ყველა ჩვენი თავშეყრის ხალისის წყარო. მუდამ ღიმილიანი, ცდილობდა ჩვენც კარგ ხასიათზეც ეზრუნა. ბავშვებზე გიჟდებოდა, რა დასანანია, რომ ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა ვერ მოასწრო. გაოგნებული ვარ, არ ვიცი რა უნდა ეწყენინებინა ისეთი, რომ სიკვდილისთვის გაიმეტა..." - გვითხრა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი