საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ორი პირი დააკავეს

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ.

"გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი