ნატა ფერაძეს იმედი აქვს, რომ ნარმანიას დედა, ან ბიძინა ივანიშვილი ურჩევს, მორჩეს ქაოსი

ნატა ფერაძეს იმედი აქვს, რომ ნარმანიას დედა, ან ბიძინა ივანიშვილი ურჩევს, მორჩეს ქაოსი

იმედი გვაქვს, რომ დავით ნარმანიას დედა ნორა, ან ბიძინა ივანიშვილი ურჩევს, რომ დროა მორჩეს ეს ქაოსი ქვეყანაში, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრმა ნატა ფერაძემ განუცხადა.

ფერაძის თქმით, მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. „პარტიზანი მებაღეები“ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვენ. ასევე მოითხოვენ მერიასა და მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდეს ამ სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაცია.

„იმედი გვაქვს, რომ დავით ნარმანიას ან დედა ნორა, ან ბიძინა ივანიშვილი ურჩევს, რომ დროა მორჩეს ეს ქაოსი ქვეყანაში. დროა, უკვე რეალურად მოგვისმინოს. მორჩეს მონოლოგის რეჟიმს და მერი რეალურ დიალოგის რეჟიმში გადავიდეს მოსახლეობათან. ამ პაპანაქებაში ვიცავთ ქალაქს. ჩვენი მოთხოვნები კვალიფიციური, ლეგიტიმური და კონსტიტუციურია, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა ფერაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი