"დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს..." - პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

"დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს..." - პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს, რადგან ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელის წინაშე დგას.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით გვმფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე. თუმცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მრავალი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი - ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული. დიდხანს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა მიტროპოლიტ პავლეს მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ბერძენ მიტროპოლიტს საჩუქრად ქართული პანაღეა გადასცა.

"ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენგანს. დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. საბერძნეთიდან ჩამობრძანდა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოგვიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამა გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში და ეს არის ნიშანი, რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისთვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, გადავცემთ ქართულ პანაღეას", - ბრძანა ილია მეორემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი