უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II და IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X მიკრორაიონის III კვარტლის, ასევე რომელაშვილის, ქსნის, არბოს, ავშნის და ანაპის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3-ის II მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, ნიშნიანიძის, ბერძნის, ნადიკვრის, კალანდაძის, თორთლაძის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ხერხეულიძის, ლაგოდეხის, წურწუმიას, სევანის, ფაღავას, ალიხანიანის, ბოჭორმის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი