"ჩემს ქეთოს ფილტვში და გულში ისევ წყალი ჩაუდგა, სიმსივნეც იზრდება" - მამა 24 წლის ქალიშვილის გადასარჩენად იბრძვის

"ჩემს ქეთოს ფილტვში და გულში ისევ წყალი ჩაუდგა, სიმსივნეც იზრდება" - მამა 24 წლის ქალიშვილის გადასარჩენად იბრძვის

"შვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ, - გულიდან რაც წყალი ამოუღეს, თითქოს საწოლიდან კი წამოდგა, მაგრამ ძლივს დადის და კითხვის თვალებით მომჩერებია. მე კი ვერ მითქვამს, - ნუ გეშინია, შვილო, დაგეხმარები-მეთქი. რა ვუთხრა? ჯერ ვერც სიმსივნის სახეობა დაადგინეს და არც ფული მაქვს, რომ უცხოეთში წავიყვანო, რომ გადავარჩინო".

კოტე ბარიხაშვილი საინგილოში მცხოვრები ქართველია, რომელიც ყველაფერ ქართულს განსაკუთრებული სიყვარულით და რუდუნებით ეკიდება. მასთან "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ "მამულ-დედულისთვის" ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერა, მაშინ გვითხრა, რომ ქართული უნიკალური ჯიშების გამრავლებას რომ დააპირებდა, ისევ შეგვეხმიანებოდა. მაშინ მისმა ინტერვიუმ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 

მისი შემდეგი ზარი რედაქციაში, სამწუხაროდ, ძალიან ტკივილიანი აღმოჩნდა. კოტე ბარიხაშვილის 24 წლის ქალიშვილს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ძალიან წუხს მთელი ოჯახი, ხალხის შეწუხება არ გვინდაო, მაგრამ ფაქტია, რომ ქეთევანს სასწრაფოდ სჭირდება უცხოეთში გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.

მამების ტკივილის ყურება ძალიან მძიმეა, როცა ცრემლი შეიკავებას ცდილობენ, თვალებში კი ენითაწერელი ტანჯვა ესახებათ! კოტე ბარიხაშვილს საინგილოში ქართველობის ტვირთი აქამდე მხარგაშლილს, დიდი ღირსებით დაჰქონდა, ერთხელაც კი არ წაუფორხილია, შვილის ავადმყოფობამ კი სულ რამდენიმე დღეში მოხარა მხრებში. მას მრე, რაც მის თვალხატულა ქეთევანს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ჯერაც ვერ მოსულა გონზე... მის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავს: მარიამი, რუსუდანი და თამარი. 2 წლის თამარის გარდა ყველა სტუდენტია.

კოტე ბარიხაშვილი:

- მარიამმა დამირეკა ალიბეგლოში, - მამა, თბილისში უნდა წამოხვიდე, აუცილებლადო! წამში მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა, - ხმის ტონითაც კი ვხვდები , ჩემს შვილებს რა სჭირთ; ხმა ჰქონდა გაბზარული - ქეთო ავად არის, ზუსტი დიაგნოზი არ ვიციო. მარიამი მალე ექიმი გახდება, ემერჯენსის კლინიკაში გადის რეზიდენტურას, იქვე მიუყვანია ფილტვებზე მოსასმენად. ასე დადგინდა ჩვენი უბედურება.

- გოგონას ფილტვებზე მოსმენა რატომ დასჭირდა?

- ხველება და სისუსტე დაეწყო. მოუსმინეს თუ არა, თურმე იმ წამს რენტგენზე გაუშვეს. რენტგენმა ფილტვში და გულზე წყალი აჩვენა.

მერე გადაუღეს კომპიუტერეული ტომოგრამა და იქ გამოჩნდა ჩვენი სრული უბედურება, გულის შუასაყარის სიმსივნე, რომელიც ზომით თითქმის 17 მილიმეტრია.

- სანამ ასე სერიოზულად გახდებოდა საქმე, დაავადების სიმპტპომებს ვერ გრძნობდა?

- ალბათ ცოტას კი გრძნობდა, მაგრამ არა ისე, რომ ფეხზე ვეღარ დამდგარიყო. ქეთევანი 24 წლისაა, იმდენად ენერგიული და სიცოცხლით სავსე იყო, ერთი უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მაშინვე მეორეში გადავიდა, - ახლა უცხო ენები უნდა ვისწავლოო, - მიყვარს და თანაც, ვიდრე სტუდენტი ვიქნები, მოსწავლეებს ავიყვან და ცოტას საინგილოშიც მოგეხმარებითო. ასეც აკეთებდა. ალბათ მართლა კარგი სპეციალისტია, რადგან ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ჩვენი დახმარებაც გამოსდიოდა. ამაზე საუბრის გაგრძელება არ მინდა, მაგრამ იქ ქართველობა მუხლჩაუხრელი შრომითაც ვერ ვართ კარგ დღეში... იქ კარგი შვილი განსაკუთრებულად საამაყოა. შვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ, - გულიდან რაც წყალი ამოუღეს, თითქოს საწოლიდან კი წამოდგა, მაგრამ ძლივს დადის და კითხვის თვალებით მომჩერებია. მე კი ვერ მითქვამს, - ნუ გეშინია, შვილო, დაგეხმარები-მეთქი. რა ვუთხრა? ჯერ ვერც სიმსივნის სახეობა დაადგინეს და არც ფული მაქვს, რომ უცხოეთში წავიყვანო, რომ გადავარჩინო. ალიბეგლოელ კაცს ამდენი ფული საიდან მექნება?! არადა, მთელი ოჯახი მე შემომყურებს თვალებში, რას მოვახერხებ, - ცოლი დღედაღამ ტირის...

გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ