თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებს ლოკალური ბიზნესის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ

თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებს ლოკალური ბიზნესის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ

მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, ახალგაზრდების დასაქმება საქართველოშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემას ქვეყნები მაღალი ტექნოლოგიებისა და „ციფრული ეკონომიკის“ განვითარებას უპირისპირებენ. თუმცა, სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტია და საჭირო კადრების მოსაძებნად ორგანიზაციებს დასაქმების კომპანიებთან და ინტერნეტ პორტალებთან უშედეგო თანამშრომლობა უწევთ.

ციფრული ეკონომიკის ზრდის ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის 18%-ს აღწევს, განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში კი საშუალოდ 8%-ს.

2015 წლის მონაცემებით, “ციფრული ეკონომიკის” მასშტაბი უკვე 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. “ციფრულ ეკონომიკაში” ამჟამად დასაქმებულია 200 მილიონამდე ადამიანი, 2020 წლამდე ამ ციფრის 50%-ით ზრდას მოელიან.

ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ ევროპის მასშტაბით „ციფრულ ეკონომიკაში 2020 წლისთვის, დამატებით 5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდებიან და ახალი სამუშაოების 90%-ზე მეტი ციფრული ტექნოლოგიების ცოდნას მოითოვს.

თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს საქართველო თანდათან უწყობს ფეხს. სექტემბრიდან თბილისში „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, IT აკადემიასა და უამრავ ადგილობრივ თუ მსოფლიოში წამყვან კომპანიას.

„სილიკონ ველი თბილისში“ განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლას ორი მიმართულებით - ბიზნესისა და ტექნოლოგიების კუთხით შეძლებენ. უნივერსიტეტის მთავარი კონცეფცია, ადგილობრივი და გლობალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც სწრაფად შეძლებენ ადაპტირებას რეალურ სამუშაოებზე. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი დონე კი კადრის ერთი ქვეყნიდან მეორეში, ე.წ. აუტსორსად მუშაობის საშუალებას იძლევა.

მსოფლიოში სულ უფრო მეტი კომპანია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამუშაო სახლიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით შეასრულოთ უცხოური კომპანიისთვის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, უნივერსიტეტთან უკვე 60-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ უცხოურმა კომპანიამ გააფორმა მემორანდუმი, რომელიც ამ კომპანიებში უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებას გულისხმობს. შესაბამისად, უნივერსიტეტის სტუდენტები როგორც ბიზნესის, ისე ინტერნეტ ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლასა და გამოცდილების მიღებას ერთდროულად შეძლებენ.

ლოკალური დასაქმების გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა ექნებათ ბაზებთან, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ახალი „აუტსორს“ სამუშაო იდება.

„სილიკონ ველი თბილისში“ წარმოდგენილი ათეულობით ბრენდი ინტეგრირებული იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. უნივერსიტეტის სტუდენტები პირველივე დღიდან მიიღებენ რეალურ გამოცდილებას. პრაქტიკული გამოცდილების გარდა, სტუდენტებს ლოკალური ბიზნესის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ და კომპანიებთან ერთად იმუშავებენ ახალი ბიზნესის შექმნაზე, მათ შორის აითი მიმართულებით. ჩვენი კონცეფცია სრულად განსხვავებულია და ბიზნესისა და აკადემიური წრეების თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც ყველაზე სწორი მოდელია იმისთვის, რათა სტუდენტი რაც შეიძლება სწრაფად იქნას დასაქმებული“, - აღნიშნავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი