რა გახდა მარნეულში ქორწილში მასობრივი მოწამვლის მიზეზი - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რა გახდა მარნეულში ქორწილში მასობრივი მოწამვლის მიზეზი - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორანში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი