"ჩემ შვილს დაკარგულად არ ვთვლი, ის ისევ სამხედრო სამსახურშია..." - რაზე ესაუბრა იაგო შარაძის დედას ტელეფონით თავდაცვის მინისტრი

"ჩემ შვილს დაკარგულად არ ვთვლი, ის ისევ სამხედრო სამსახურშია..." - რაზე ესაუბრა იაგო შარაძის დედას ტელეფონით თავდაცვის მინისტრი

11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთის სამხედრო ეკიპაჟის გარდა დაკარგული ჯარისკაცების ძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც შეწყვიტა.

უწყების ინფორმაციით, ახლა შემდგომი პროცედურები დაიწყება, რაც წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვლილებად გამოცხადებასა და ოჯახების კომპენსირებას გულისხმობს. დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები კი მოითხოვენ, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში, ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას, ელენე მაკრიდისს ტელეფონით ესაუბრა. ელენე მაკრიდისმა მინისტრს სთხოვა, არ შეეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს.

იხილეთ ვიდეო

"მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ ამ ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ", - აღნიშნა ელენე მაკრიდისმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი