"იანდექს ტაქსი" თბილისში - დაარღვია თუ არა რუსულმა კომპანიამ კანონი?

"იანდექს ტაქსი" თბილისში - დაარღვია თუ არა რუსულმა კომპანიამ კანონი?

რუსულმა კომპანიამ "იანდექს ტაქსი" თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი 23 აგვისტოდან დაიწყო. ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველო მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

"იანდექს ტაქსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რადგან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო წარმოდგენილი. შესაბამისად გამოდის, რომ კომპანია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს" არღვევდა.

თავად "იანდექს ტაქსის" წარმომადგენლობამ ბრალდება უარყო, თუმცა, მუშაობის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში საქართველოს რუკის განახლებული ვარიანტი გაასაჯაროვა, რომელზეც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო მოქცეული.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის წახალისება არ ხდება.

"მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება."- აცხადებს ქუმსიშვილი. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი