ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა და 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივლისის "თვის მიმოხილვაში".

მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151.7 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა და 5.65 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 24.7 მლნ აშშ დოლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 59.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

სებ-ის ინფორმაციით, ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა და 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 36.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.8 პროცენტს გაუტოლდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი