ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება

გვარი - ბურდულაძე

სახელი - სპარტაკი

დაბადების წელი - 1957

ოჯახური მდგომარეობა - ცოლშვილიანი

საქმიანობა - კანონიერი ქურდი, 15 წლის ასაკიდან

ეს გახლავთ ანკეტური მონა­ცემები, რომელიც მასზე შედგენილ "საქმეებში" ეწერა. იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა. ციხეში გატარებულმა 24-მა წელიწადმა ისე გამოაწრთო, რომ ცხოვრება ალბათ, ვეღარაფრით გააკვირვებს. როგორც თავად ამბობს, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები...

ინტერვიუ 10 წლის წინაა ჩაწერილი. ამ პუბლიკაციით არ ვცდილობთ, ქურდული სამყაროს პროპაგანდას. პირიქით, გვსურს, სწორედ მათ ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავავლოთ ზღვარი დღევანდელ და მაშინდელ ყოფას შორის, მკითხველს დავანახოთ ქურდულიი მენტალიტეტის მანკიერი მხარეები. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით სპარტაკი ქურდის სახელს აღარ ატარებს. როგორც მომეჩვენა, განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებს ნანობს კიდეც. მისი თავგადასავალი და ხიფათით სავსე ცხოვრება კი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო და უჩვეულოა. ჩვენს სა­უბარს იმ ამბის გახსენებით დავიწყებთ, თუ როგორ მოხვდა ის შავ სამყაროში და როგორ "მონათლეს" ქურდად.

"ნათლიმამა"

მოჭიდავე ვიყავი. 14 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. დიდ მომავალს მიწინასწარ­მეტყ­ველებდნენ, ჩემ შესახებ გაზეთებში წერდნენ... სკოლაშიც, მერვე კლასამდე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. შემდეგ სწავლაზე გული ავიცრუე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი ხოლმე. ახლაც ხშირად მახსენდება ერთი ბებერი ქურდის სიტყვები. მას არაქურდად ტოვებდნენ და ასეთი რამ თქვა: მე კაცობა და ქურდული გაგება ქუჩამ მომცა და არა ქურდებმა, თქვენ ვერ წამართმევთ იმას, რაც არ მოგიციათო... მეც სწორედ ასე დამემართა. წნორში არის რკინიგზის სადგური, რომელსაც რამდენიმე საწყობი ჰქონდა. იქ ინახებოდა აზერბაიჯანიდან შემოსული საქონელი, სამშენებლო მასალები და ათასი რამ. ყველა თავისთვის ჩალიჩობდა - ზოგი იპარავდა, ზოგიც იმ საწყობში მუშაობდა... ერთ საღამოს, კარგად შებინდებული იყო, როდესაც მე და ჩემი ორი მეგობარი სადგურზე დავხეტიალებდით და ერთ-ერთი საწყობიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა. შევე­დით. ერთი კაცი სამს ედავებოდა და ჟარგონით ელაპარაკებოდა. სამიდან ერთ-ერთი, ამ საწყობის დარაჯი გახლდათ და კარგად ვიცნობდით. ბიჭებმა თქვეს, მივეხმაროთო, მაგრამ საწყობში რომ შევე­დით, რატომღაც მე იმის მხარეზე დავდექი, ვინც მარტო იყო. ბოლოს, ამ კაცმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთს შუბლზე მიადო და უთხრა: ახლა სიცოცხლეს გჩუქნით, მაგრამ სხვა დროს გზაზე აღარ გადამეყაროთ, თქვენ რომ იცოდეთ, ვინ ვარ, შიშით სული გაგძვრებოდათო. შემდეგ მხარზე ხელი გადამხვია და გარეთ გამიყვანა. მეგობრებიც გამომყვნენ. ამ კაცმა თვალებში ჩამხედა და მკითხა:

- იცი, ვინ ვარო? - მხრები ავიჩეჩე. - ზიმა გაგიგია? ზიმა ვარო. - ლამის გავგიჟდი: ამ კაცის სახელით გვაშინებდნენ ხოლმე ბავშვებს. ქურდი იყო და მთელ საქართველოს აზანზარებდა. სამივე რესტორანში წაგვიყვანა. სუფრასთან დავსხედით. ოფიციანტს უთხრა:

- პურმარილი გაგვიშალე და თან 500 მანეთი მოაყოლეო. ყველანი თითის წვერებზე დადიოდნენ და ცდილობდნენ, არაფერი ეწყენინებინათ მისთვის. მაშინ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მართლა ზიმა იყო. სამ-სამი ჭიქა ღვინო დაგვალევინა. თან გვკითხა,

- ვინ უნდა გახდეთ, რომ გაიზრდებითო? ბიჭებმა რაღაც უაზრო პასუხი გასცეს.

- ქურდი უნდა გავხდე-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ამ კაცის მეშინოდა და მინდოდა, მესიამოვნებინა, რომ არაფერი დაეშავებინა ჩვენთვის. ჩემი პასუხი ძალზე მოეწონა. მაშინ 14 წლისა ვიყავი და საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით, მომსახურე პერსონალს ჩემზე მიუთითა და უთხრა:

- ეს ბიჭი როცა მოვა, კაცურად დახვდით და მისი ხარჯი ჩემს ანგარიშზე დაწერეთო... ზიმა სოფელ ანაგაში ცხოვრობდა. სამივენი თავისთან წაგვიყვანა. მის მეზობლად მოხუცი კაცი ცხოვრობდა. ქურდი არ იყო, მაგრამ "ნასროკალი" და დიდი უბედური ვინმე გახლდათ. სწორედ იმ კაცს დაუძახა:

- პატარა ქურდები მყავს მოყვანილი და მოდიო... ის თოფით წამოგვადგა თავზე, თან გვაგინებს, თან გვეკითხება:

- აბა, მითხარით, ქურდი რას ნიშნავსო? ბიჭების პასუხები არ მოეწონა და სულ გინებ-გინებით აქცია ზურგი. ბოლოს, მე მომიბრუნდა. გონება გამალებით მიმუშავებდა, მინდოდა, სხარტად ისეთი პასუხი გამეცა, რომ არ შეეგინებინა.

- ქურდი ის არის, მილიციონე­რებს დედას რომ უტირებს-მეთქი, - ვუპასუ­ხე. ჩემი პასუხი მოეწონა. ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი