დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე საავტომობილი გზა ჩაიკეტა

დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე საავტომობილი გზა ჩაიკეტა

ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით დღეს, 19:20 საათზე ღვარცოფული ნაკადის გავლას ჰქონდა ადგილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან აცნობეს, ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და დაილექა მდინარის ტრანზიტის (კალაპოტის) ზონაში.

მათივე ინფორმაციით, დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

,,ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს. სამთავრობო უწყებების დროული მუშაობის შედეგად აცილებულ იქნა გარკვეული გართულებები. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი",- აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი