სამი ოქრო, სამი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ერთ დღეში

სამი ოქრო, სამი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ერთ დღეში

ფრანგულ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოდიან ქართველი ბერძენ-რომაელები - ზაზა სილაგაძის შეგირდებმა დღეს კიდევ სამი ოქრო მოიპოვეს.

31 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონები ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი (55), ხელვაჩაურელი რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზოიძემ და პატარიძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ეს ტიტული, ორი თვის წინ კი ასევე წყვილად გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ჩხარტიშვილმა ფინალში იაპონელ იო ნამბას 3:2 მოუგო. ზოიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში უფრო დამაჯერებლად მოუგო კაჰარმან კისიმეტოვს - 5:1, პატარიძემ კი წმინდად, 10:0 დაამარცხა თურქი ოსმან კენან ილდირიმი.

ბერძენ-რომაელებმა ამ ჩემპიონატზე მანამდე კიდევ ერთი ოქრო მოიპოვეს - გიორგი მელიამ (96), ხოლო ნუგზარ წურწუმია (50) მესამეზე გავიდა. ამ გუნდმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც ოთხი ოქრო დაისაკუთრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი