ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერში ბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერში ბრუნდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე GDS-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე დღეიდან გამოჩნდება. პროექტის პირველი გადაცემა 12:00 საათზე აჭარიდან გავა პირდაპირ ეთერში. გადაცემის თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.

როგორც გადაცემის ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, მიშა ფეიქრიშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

"საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება", - განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი