აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა დაიწყო

აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას იწყებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ კვლევა, რომელიც რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს, დღეიდან დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე Visit Batumi ატვირთულია სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. კითხვარის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე goo.gl/7ku0e5

კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ. ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება. ის ასევე დაეგზავნება რეგიონში, ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“, რომელიც 2016 წლის დეკემბერში ქ. ბათუმში გაიმართება.

კვლევა დღეს დაიწყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი