სამი ცოლისგან უარყოფილი ამიკო მეოთხე ქორწილიდან ოთხ თვეში გახდა მამა

სამი ცოლისგან უარყოფილი ამიკო მეოთხე ქორწილიდან ოთხ თვეში გახდა მამა

ამ ამბის გმირებს ჰგონიათ, რომ ეს ამბავი არავინ იცის და ალბათ, ყველა კმაყოფილია, რადგან ფიქრობენ, რომ სხვები მოატყუეს და მხოლოდ თავად დარჩნენ მოგებულები. კარგა ხანს ვიყოყმანე, დამეწერა თუ არა ამბავი, რომელმაც შეიძლება, ბევრს დაურღვიოს მყუდროება, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ შევიკავე თავი და ამას იმიტომაც ვაკეთებ, ქართული რეალობა და სულელური ამბიცია რომ ვამხილო: თითქოს, მხოლოდ ჩვენ ვართ მთელ პლანეტაზე იდეალურები, არც შეცდომებს ვუშვებთ და ტრადიციებზე უარის თქმას სიკვდილი გვირჩევნია. ოღონდ ხალხმა არაფერი თქვას ჩვენზე ცუდი და პირადი ბედნიერება, სიხარული რა მოსატანია "საერთო-სახალხო აზრთან"...

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ულამაზეს და უჭკვიანეს, ორდიპლომიან, კარგი ოჯახის შვილს - ამირანს ზედიზედ სამი ცოლი გაექცა. პირველმა მთელი წელიწადი იცხოვრა მის ოჯახში და თითქოს, სადარდებელიც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ქმარი მიუტოვებია... მის ჯინაზე ორ თვეში მოიყვანა მასზე უკეთესი გოგო. გვეგონა, ყველაფერი დალაგდა და ამირანი მართლა გააბედნიერა ათი წლით უმცროსმა ცოლმა, როცა ხმა გავარდა: სიდედრ-სიმამრი მოვარდნია სახლში, უჩხუბიათ და გაბრაზებულებს შვილი წაუყვანიათო. ამირანის დედა ამტკიცებდა, - ქურდი გამოდგა, სახლში ძვირად ღირებულ ნივთებს იპარავდა და ჩუმად ყიდდა. მის მშობლებს არ მოეწონათ, სიმართლე რომ ვუთხარით და ამიტომაც აგვიშარდნენ, მაგრამ არ ვდარდობთ, რადგან ის ტუტუცი გოგო მოგვაშორესო...

მესამე ცოლი სამი წლის შემდეგ მოიყვანა. იმ გოგოზე ამბობდნენ, რომ მთლად "წმინდა წყლის დამლევი არ იყო", მაგრამ დიდადაც არ გაგვკვირვებია: ორჯერ ნაცოლებს ქალიშვილი გოგო რატომ უნდა გამოჰყოლოდაო და წყვილს გულით ვუსურვეთ ბედნიერება, მაგრამ არც ის გაუჩერდა დიდხანს და მივხვდით, პრობლემა მხოლოდ ქალების "უხეირობაში" არ იყო...

ვიცი, არ მომიწონებთ საქციელს და პირად ცხოვრებაში შეჭრის მცდელობაში დამადანაშაულებთ, მაგრამ ქურდი და მამაძაღლიც რომ მიწოდოთ, მაინც ვერ მოვიშლი ვერც ცნობისმოყვარეობას და ვერც "ჭეშმარიტების ძიებას"...

მოკლედ, მივდექ-მოვდექი და... კარგა ხანს ვერაფერი ვიპოვე საინტერესო და ლამის დავიჯერე ამირანის უიღბლობა, უსამართლოდ დაჩაგრულ-წმინდანობა. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს დამირეკა ძველმა ნაცნობმა, რომელიც ხანუმობით არის ცნობილი და ისეთი ვინმეები დაუწყვილებია, სანაძლეოც რომ დამიდვია, - მაგათი ერთად ყოფნა შეუძლებელია-მეთქი...

ელისო (სახელს მაინც შევცვლი და მოვერიდები სიმართლის ბოლომდე გამჟღავნებას) გაოცებული იყო: შენი ნაქები ახლობლის, ამირანის დედა მომადგა ატირებული და აშენებას დამპირდა: ოღონდ ჩემს შვილს ისეთი გოგო მოუძებნე და გაურიგე, სხვისგან რომ არის ორსულად და ჩვენც შევუნახავთ ნამუსს, ოღონდ იმანაც არსად გაამხილოს ჩვენი გაჭირვება. არ აინტერესებს ქალები ჩემს შვილს და არც მათთან ინტიმური ურთიერთობები გამოსდის, მოუკვდეს დედაო...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი