როგორია ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა

როგორია ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა

ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ადვოკატის ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ზაქარია ჩიბუხაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაჭრილ ადვოკატს ოპერაცია კიდევ დასჭირდება თუ არა.

ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა მარცხენა მკერდის არეში.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი