დაგვიანებული ნაბიჯი - უქმრო ქალს სხვანაირად უყურებენ, ბავშვებს მამა უნდათო...

დაგვიანებული ნაბიჯი - უქმრო ქალს სხვანაირად უყურებენ, ბავშვებს მამა უნდათო...

ცოტა ხნის წინ ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა წერილი, რომელიც შეეხებოდა გურიაში მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლ ოჯახს.

ამ სტატიის გამოხმაურებით გვსურს, გაგაცნოთ სიტუაცია, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს დისკრიმინებული და მოწყვლადი თემის წარმომადგენლებს, რომ თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლას აქვს აზრი. ქალბატონი, რომელიც მედგრად დაუდგა თავს დატეხილ პრობლემებს, დღეს სრულიად თავისუფალია და გადაწყვეტილებებსაც თამამად იღებს. ამბავი, რომელიც ქალბატონმა ლალიმ მოგვითხრო, ოდნავი კორექტირებით მინდა შემოგთავაზოთ:

"მოკლედ, როცა გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ხშირად ნასვამი ან მთვრალი იყო... როცა მივხვდი, რომ ვერ დადგებოდა მისგან ოჯახის კაცი, უკვე გვიანი იყო, მაშინდელი მენტალიტეტით, დანიშნულების დაშორება არ შეიძლებოდა, მკვლელობა მოჰყვებაო. მერე შევეგუე ბედს და დავკარგე საკუთარი "მე". ნელ-ნელა გავხდი ნერვიული, შვილზე მოძალადე ქალი, რომელიც ამ ფორმით ქმრის სმას აპროტესტებდა... ქმრის ლოთობას არც შვილის შეძენამ უშველა. პირველი შვილის, გიოს დაბადებისას ძლივს უპოვიათ მთვრალი და საორდინატოროში მიაძინეს. როცა შვილის დაბადება ამცნეს, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს... ერთი კვირის თავზე ისეთი ნაბეგვი მოიყვანა ვიღაცამ სახლში, დილით არც ახსოვდა, რატომ, სად, ვინ, რისთვის გალახა. მაშინ ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობდით. წავედით სოფელში და იქ ხომ კვირაობით საძებარი იყო, თუმცა ჩემ გარდა არავინ ეძებდა. - დალევს და მოვაო, - ცხონებული მამამთილი მეტყოდა. მულები და დედამთილი ჩემზე ბრაზობდნენ, რომ მაღიზიანებდა მისი სმა და "გასტროლები"... 23-ის ვიყავი მაშინ, ცხოვრებას ლამაზ ფერებში ვხედავდი, ვერ ვეგუებოდი რეალობას... გადავწყვიტე, შვილები აღარ გამეჩინა... ჩემმა მეჯვარემ მოინდომა, განათლება მიმეღო და ჩემს მშობლებს შეუთანხმდა.

ფასიან ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს, მოსამზადებელი თანხა ჩემებმა გადამიხადეს, პირველი კურსის თანხა - მეჯვარის მეუღლემ და ბინაშიც მათთან ვიყავი. მერე ძმის სახლი შემოგვთავაზეს და ჩემი მეუღლეც ჩამოიყვანეს, რადგან ხელოსნობა შეეძლო და - სამუშაოს იშოვის, ბინასაც იყიდითო, მეუბნებოდნენ... 9 წელი ვიცხოვრეთ ნაძალადევში და ვინ იცის, რამდენი ბინის ფული წავიდა მის სასმელში. რამდენი შიმშილი, სიცივე გადავიტანეთ, მაშინ, როცა თვითონ ჰარი-ჰარალეთი ცხოვრობდა! ქუჩის ქალებს სახლში მოათრევდა, ლოთებთან მეგობრობდა, იკარგებოდა! ერთხელ ლამის ტელევიზიაში გამოვაცხადე... ჩემი თავი მეზიზღება, იმ წლებს რომ ვიხსენებ. როგორ სასტიკად ვექცეოდი ჩემს შვილს! არ იყო გიორგი საცემ-საყვირალი ბავშვი! როგორ იტანდა მძიმე ცხოვრებას! რა ერქვა ჩემს სტუდენტობას, ვერ გეტყვით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი