"ანრი ამბიციური ადამიანია" - რატომ მოუვიდათ უთანხმოება ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს და ვინ შეარიგა ისინი

"ანრი ამბიციური ადამიანია" - რატომ მოუვიდათ უთანხმოება ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს და ვინ შეარიგა ისინი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილს თავის კოლეგასა და მეგობარ ანრი ჯოხაძესთან რამდენიმე წლის წინ უთანხმოება მოუვიდა და მათ ურთიერთობაში პაუზამ დაისადგურა. მაშინ ვერიკომ "სარკესთან" აღნიშნა, არ ვიცი, ანრის რა ეწყინაო. მიზეზი დღესაც უცნობია, მასზე არცერთი ლაპარაკობს, ასეა თუ ისე, ცოტა ხნის წინ ვერიკო ბათუმში გამართულ ანრის პირველ სოლო კონცერტში გამოჩნდა და მასთან დუეტში იმღერა. ასე რომ, ტაიმაუტი დამთავრებულია.

როგორ აღდგა მათი მეგობრობა, ზოგადად, როგორ ბრუნდებიან წასული ადამიანები მის ცხოვრებაში და როგორ იღებს მათ, ამის შესახებ ვერიკო ტურაშვილი "სარკესთან" საუბრობს. ინტერვიუზე ის სრულიად შეცვლილი იმიჯით მოვიდა და, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც დავუსვით კითხვები.

- ვერიკო, ზაფხული როგორ გაატარეთ, რა გეგმებით ხვდებით სამუშაო სეზონს?

- შვილებთან, ლიზასთან და ნატაშკასთან ერთად დავისვენე, მაგრამ სამუშაოც მქონდა. კარგა ხანს ზღვაზე ვიყავით, შემდეგ აბასთუმანში წავედით. აჭარაში კონცერტებში ვმონაწილეობდი. აქტიური ზაფხული გამომივიდა.

ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი სიმღერები ჩავწერე. ძალიან მინდა, ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც მოვახერხო. სხვა სიმღერების ჩაწერასაც ვაპირებ.

- ბათუმში ანრი ჯოხაძის კონცერტში მონაწილეობდით. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- დიდი ხანია ასეთი კარგი კონცერტი ქართველ შემსრულებელს არ ჰქონია. ზღვის სეზონის ბოლო იყო, ბევრი დამსვენებელი აღარ იყო, ამიტომ გამიკვირდა, როდესაც კონცერტმა ასეთი ანშლაგით ჩაიარა. იყო კარგი ხარისხი, კარგი დუეტები, ორკესტრიც ჰყავდა, ბენდი, მოცეკვავეები... მგონია, რომ სრულყოფილი გამოვიდა.

არ მიყვარს, როდესაც მომღერლები უცებ ვარსკვლავები ხდებიან და მეორე თვეს სოლო კონცერტს ატარებენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ანრი ამდენი წელია ვარსკვლავია და პირველი სოლო კონცერტი ჩაატარა. მგონია, რომ ძალიან სწორად დაგეგმა ყველაფერი.

ანრი ძალიან ამბიციური ადამიანია, შეიძლება თავის თავზე სადღაც რაღაც ისე თქვას, ვიღაცებს ყურში ცუდად მოხვდეთ, მაგრამ რეალურად ძალიან თავმდაბალი აღმოჩნდა, რაც ჩემთვის დასაფასებელია.

- თქვენ და ანრი განუყრელი მეგობრები იყავით, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, ურთიერთობა შეწყვიტეთ, ამიტომაც ბევრი არ ელოდა, რომ ანრის კონცერტზე გამოხვიდოდით. თქვენი მეგობრობა როგორ აღდგა?

- ბოლო პერიოდში დავტკბით. ხანგრძლივი პაუზა გვქონდა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, ჩვენც არ გვილაპარაკია ამ ყველაფერზე. მან თავისთვის იცის, მე - ჩემთვის, ჩვენ ჩვენი სიმართლეები გვაქვს. ჩვენმა საერთო მეგობარმა ისე მოახერხა, რომ შევრიგდით, რაც ძალიან კარგია.

- კონცერტისთვის შერიგდით?

- არა, კონცერტამდე სამი თვით ადრე დავტკბით.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი