საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

წუხელ საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრის პირველი შემთხვევა, 00:58 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 12 კმ-ში რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის მეორე შემთხვევა საქართველოს საზღვრიდან 14 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 01:30 საათზე მოხდა, მისი სიმძლავრე 4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი