ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, კულტურის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები" ადგილობრივების ნაწილთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას მართავენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზუგდიდში, კულტურის სახლში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, "აქციაზე იმყოფებიან ის მუშები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პერიოდში იმუშავეს ზუგდიდში, დააგებინეს ქვაფენილები, ვიცე-მერმა საკუთარ სახლში ამუშავა ეს ხალხი, შემდეგ მათ არ გადაუხადა ფული და ისინი დარჩნენ თავიანთი ანაზღაურების გარეშე".

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მათი კუთვნილი ანაზღაურება და ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასმის საშუალება მიეცეთ.

მათივე თქმით, პერიმეტრს კეტავენ და აქციის მონაწილეებს კულტურის სახლთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი