მალე საქართველოში 5-6 ბანკი დარჩება

მალე საქართველოში 5-6 ბანკი დარჩება

საბანკო ბაზარზე კომერციული ბანკების ტოტალური გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დაახლოებით 1-2 წელიწადში საქართველოს ბაზარზე ადგილი მხოლოდ 5-6 ბანკისთვის დარჩება, დანარჩენებს აბარგება მოუწევთ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე სულ კომერციული 19 ბანკი ოპერირებს, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა, უახლოეს პერიოდში 17-მდე, ხოლო რამდენიმე თვეში 15-მდე ჩამოვიდეს.

მცირე ბანკებზეც რომ არაფერი ვთქვათ, საქმიანობის შეჩერების პირას რამდენიმე საშუალო დონის ბანკია. პარალელურად მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი. მაგალითად, "რესპუბლიკა" და "ბაზისბანკი" წლის ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" ქოლგის ქვეშ. გაცილებით ადრე "ბანკი კონსტანტა" "თიბისი ბანკს" შეუერთდა, ხოლო "ტაო პრივატ ბანკი" "საქართველოს ბანკის" მფლობელობაში გადავიდა. იგივე ბედს მალე "პროგრეს ბანკი" გაიზიარებს. ერთი სიტყვით, მიმდინარეობს ბანკების ტოტალური გამსხვილება და ეს ტენდენცია, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სამომავლოდაც გაგრძელდება.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა განმარტავს, რომ ბაზარზე შერწყმა-გამსხვილება რეალურად არის კომერციული ბანკების გაკოტრების პროცესი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის არაადეკვატური საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია. ამდენად, მთელი პასუხისმგებლობა, კომერციული ბანკების მფლობელებთან ერთად, სებ-ს ენიჭება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი