ზღაპრული ბაღი ზუგდიდში, რომელიც დედამ გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა - "როცა ყვავილების სურნელს ვგრძნობ, მისი სუნია..."

ზღაპრული ბაღი ზუგდიდში, რომელიც დედამ გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა - "როცა ყვავილების სურნელს ვგრძნობ, მისი სუნია..."

ეს ის შემთხვევაა, როცა ინტერვიუს დროს კითხვებს ვერ ვსვამ. ეს ის შემთხვევაა, როცა შესავლისთვის სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ, ეს სტატია უნდა წაიკითხო, რომ გაიგო, რა სევდიანი ისტორია იმალება ულამაზესი, ზღაპრული ბაღის უკან, რომელიც ნინო თორდიამ ზუგდიდის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში გააშენა...

- პროფესიით ინჟინერი ვარ, ვცხოვრობ ზუგდიდში ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სადაც საშუალება მაქვს ვაკეთო ის, რაც მე მიყვარს და მაბედნიერებს. ჩემი მეუღლე, ფრიდონ ჭაჭუა, პროფესიით იურისტია, უკვე პენსიაზე გავიდა და მეხმარება საყვარელ საქმიანობაში. მხარში მიდგას ყველანაირად, რადგან მასაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყვავილებთან და მიწასთან ურთიერთობა. მყავს შვილი, რეზო, ძალიან მამაცი და ერთგული, ის მსახურობს ერთ-ერთ ძალოვან სისტემაში...

- როდის დაიბადა იდეა, რომ ულამაზესი ბაღი გაგეშენებინათ?

- წლების წინ ჩვენი ბაღი იყო ჩვეულებრივი ბაღი, სტანდარტული ყვავილებით. შემდეგ კი ჩემი ბაღი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მას აქვს სული და გრძნობა, მას სტკივა ჩემთან ერთად და უხარია არანაკლებ, ვიდრე მე. ის ცოცხალი არსებაა და მასში მე ვპოულობ შველას. შველას ყოველდღიური პრობლემებისგან, შველას ჩემი ცხოვრების ტრაგედიისგან, შველას ჩემი დარდისგან.

- თუ ძალიან მტკივნეული არ არის თქვენთვის, იქნებ მოგვიყვეთ რა ტრაგედიაზე გვესაუბრებით...

- ჩემი ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე. მაიკო იყო ცხოვრების განმანათებელი და პოზიტივით სავსე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ყვავილები. მისთვის დავიწყე ეს საქმიანობა. მე მჯერა, როდესაც შიშველი ხელებით ვმუშაობ მიწასთან, მის სულს ვეხები, როცა ველაპარაკები, ჩემი მაკო მისმენს და მაძლიერებს, როცა ყვავილების სურნელს ვგრძნობ, მისი სუნია. რომ გაიგოთ, როგორ შევქმენი ეს ბაღი, უნდა გაიგოთ, როგორი იყო ის, ვის სახელსაც ატარებს და ვის გამო ვცდილობ და ვიგონებ ამ კომპოზიციებს.

ჩემი მაკო იყო ულამაზესი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგონა. მას უნდოდა მოესწრო ამ ცხოვრებაში ყველაფერი, როცა მიდიოდა დადებით მუხტს გადასცემდა ყველას. მაშინ როდესაც დავკარგე ჩემი ანგელოზი, მივხვდი თუ რამდენ ადამიანს დაწყდა გული, რამდენ ადამიანს ეხმარებოდა და აბედნიერება, რამდენს დღემდე აკლია... მას უყვარდა სილამაზე. განსაკუთრებით ცხოვრების სილამაზე, მაიკო საოცრად უვლიდა ყვავილებს და ახარებდა იმათ, რომლებიც უკვე მომაკვდავი იყო.

ჯერ კიდევ სულ პატარამ მამიდას სახლიდან, ადლერიდან, ჩამოიტანა პასიფლორას ნერგი და გაახარა. მოწონებულ ყვავილს სახლში მოარბენინებდა... ახლა კი მე და ჩემი მეუღლე ვუვლით, ვარჩევთ დიზაინს და ვაახლებთ ბაღს. ჩვენი დილა იწყება და დღე მთავრდება მასზე ზრუნვით. ბაღის შემოვლა - ეს რიტუალია, მცენარეებთან ურთიერთობით ვგრნობთ მაიკოსთან სიახლოვეს, ეს სრულიად სხვა სამყაროა, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია... ეს არის სივრცე ხილულსა და უხილავს შორის... განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი