ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ

ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ

ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება – შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ილია მეორემ დღეს სახარებიდან იქადაგა. "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ვაჟი მივიდა მაცხოვართან და ეკითხება: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?! უფალი ამბობს: შეიყვარე ღმერთი, ადამიანი, გიყვარდეს დედა და მამა, პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა. "ამას ყველაფერს ვასრულებო".

შემდეგ მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ გინდა სრულყოფა, წადი და გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკთა და შემომიდექი მე. სახარებაში წერია, რომ ეს ახალგაზრდა მაცხოვრისგან მწუხარე წავიდა, რადგან იყო მდიდარი და ვერ გაიმეტა თავისი ქონების დარიგება. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა არიან მდიდრებიც, გლახაკებიც, გაჭირვებულებიც. ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება, უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ. აი, ამას ქადაგებს დღევანდელი სახარება", - ბრძანა პატრიარქმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი