რუსთაველის გამზირზე "Fuse Tea"-ს ფერადი მარათონი ჩატარდა

რუსთაველის გამზირზე "Fuse Tea"-ს ფერადი მარათონი ჩატარდა

რუსთაველის გამზირმა "Fuse Tea"-ს ფერად მარათონს და მასში მონაწილე რამდენიმე ათას ფერად მონაწილეს უმასპინძლა.

მარათონმა სტარტი 17.00 საათზე თავისუფლების მოედნიდან აიღო და "ვარდების რევოლუციის" მოედანზე ელექტრონული კონცერტით დასრულდა. ასევე შედგა "Fuse Tea"-ს დეგუსტაცია.

რბენის დროს გამოყენებული იყო სპეციალური ეკოლოგიურად სუფთა ფერადი ფხვნილი. ღონისძიება "კოკა-კოლას" ინიციატივით გაიმართა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ახალგაზრდა თაობის წახალისებას ისახავს მიზნად.

ფერადი მარათონი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. "Fuse Tea"-ს "კოკა-კოლას" საფირმო პროდუქტია და საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან იყიდება. ამასთან 2015 წელს შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" ფიუზ ჩაის ადგილობრივ ბაზარზე ჩამოსხმის უფლება მოიპოვა და ის უკვე ერთი წელია საქართველოში იწარმოება. საქართველოს გარდა ქართული ჩამოსხმის ჩაი ექსპორტზე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და თურქეთში გადის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი