ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
სათესლეები - ეს...
 
თავის ტკივილი ხუთ...
 
ჰერპესის ვირუსის შენიღბვის...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
11:49 / 08-03-2010
"რაც გიწერია, ის არ აგცდება"
Ambebi.Geმოდელი კრისტი ყიფშიძე არც ისეთი "სუსტი" აღმოჩნდა, როგორც მისი გარეგნობიდან ჩანს. მასთან ინტერვიუს ჩაწერა ფობიების თემაზე გადავწყვიტეთ, მაგრამ თურმე არ არსებობს ამ ქვეყანაზე ისეთი რამ, რისიც მოდელს ეშინია. მიუხედავად ამისა, ჩვენი დიალოგი მაინც საინტერესო აღმოჩნდა, თუნდაც იმით, რომ კრისტი ჩვენს მკითხველს ფობიების დაძლევის შესახებ რჩევას აძლევს.


- კრისტი, რისი გეშინია?

- არაფრის. არც კლაუსტროფობია მჭირს, არც ფრენის მეშინია. რა თქმა უნდა, ლიფტში გაჭედვა არ არის სასიამოვნო, მაგრამ ასეთ დროს თავს ვაკონტროლებ და პანიკაში არ ვვარდები, ხომ არსებობს მობილური, რომლითაც დავრეკავ და ლიფტიდან უპრობლემოდ გამომიყვანენ. ზოგჯერ, ძირითადად ზამთარში, სოლარიუმში დავდივარ, იცით რომ არსებობს სამნაირი - დასაწოლი, დასაჯდომი და დასადგომი სოლარიუმი, უფრო ხშირად დასაჯდომში შევდიოდი, რადგან იქ უფრო მეტი ჰაერია და ჩაკეტილი არ ვარ.

ერთხელ დასადგომში შევედი, რომელიც მთლიანად იკეტება და მაშინ კლაუსტროფობია ვიგრძენი, მაგრამ მერე დავძლიე ეს, ვიმუშავე საკუთარ თავზე, სპეციალურად დასადგომ სოლარიუმში შევედი, რის შემდეგაც ასეთი რაღაცები არ მაწუხებს. რამდენიმე წლის წინ ხელში ჩამივარდა ფსიქოლოგ მილტონ ერიქსონის წიგნი, როგორც აღმოჩნდა, მას ძალიან ეშინოდა ფრენის, მაგრამ თვითონვე დაძლია ეს შიში.

ადამიანმა თავი ხელში უნდა აიყვანო, თქვა, რომ ძლიერი ხარ და გადალახო ესა თუ ის შიში. ერთადერთი, რაც ჩემზე ცუდად მოქმედებს, არის სიმინდის მოხარშვისას დამდგარი სუნი. თუ ჩემი სიკვდილი გინდათ, იმ ოთახში უნდა ჩამკეტოთ, სადაც სიმინდი იხარშება, ცხოვრებაში არ მიჭამია სიმინდი, იმიტომ, რომ მის სუნზე ცუდად ვხდები.

- ეგზოტიკურ საჭმელებს - ლოკოკინას, გველთევზას თუ ჭამ?
- ლოკოკინა და სხვა ეგზოტიკური საჭმელები არ მიჭამია, მე უფრო ზღვის პროდუქტები მიყვარს. ზოგადად ხორცს ვჭამ, მაგრამ არ მიყვარს ცხვარი, ერთხელ ირმის ხორციც ვჭამე, გემრიელი იყო, მაგრამ ირემი მაინც შემეცოდა. საერთოდ, თუ დავინახავ, როგორ კლავენ ცხოველს ან ფრინველს, იმას ვეღარ შევჭამ. სხვათა შორის, ერთხელ ბავშვობაში ვნახე, როგორ კლავდნენ ქათამს და ვერ ვჭამე, ისე შემეცოდა.

- სიმაღლის შიში თუ გაქვს?
- დიდად არ მეშინია, მაგრამ ძალიან მაღალი სართულიდან გადახედვის დროს უსიამოვნო შეგრძნება გამჩენია და ფეხებიც ამკანკალებია. მახსოვს, "გოგონა სლაიდიდან"-ის გადაღებებზე, ერთი სცენა სასტუმრო "აჭარის" თავზე გადავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღლა ვიყავით და ირგვლივ ულამაზესი ხედი იშლებოდა, მაინც "ჟუდკი" იყო იქ ყოფნა.

- ე.ი. გეშინოდა...
- არა, შიშით არ მეშინოდა, რა უნდა მომსვლოდა?! საერთოდ ვფიქრობ, ადამიანს რაც გიწერია, ის არ აგცდება.

- ექსტრემალური სპორტის მოყვარული ხარ?
- არა, თხილამურებზე არ ვდგავარ, მაგრად არ ვცურავ. ერთადერთი, რაც მიყვარს, ცხენით ჯირითია, თუმცა ესეც სარისკოა.

- ბაყაყების, გველების, ობობების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- არც ერთის არ მეშინია, მაგრამ გიორგის, ჩემს ყოფილ ქმარს, კალიის ეშინოდა, ჩემს დედამთილს კი - ობობის. მათი "გადარჩენის" მიზნით, ხელითაც კი მომიკლავს და გამისრესია. ინდოეთიდან რომ ჩამოვედი, ყველა მეკითხებოდა, გველები იყო? როგორ შეეგუე იქაურობას? ჯერ ერთი, არ მინახავს გველები და მეორეც, ჯუნგლებში ხომ არ ვიყავი, თავს ვუშველიდი, ამიტომ არ შემშინებია.

- ანუ, უშიშარი ხარ?

- (იცინის) ჰო, შეიძლება ითქვას, ექიმებისაც კი არ მეშინია. ბავშვი ისე გავაჩინე, ხმა არ ამომიღია, მეტიც, ჩემებს ჩემი ხმა რომ არ ესმოდათ, იდგნენ და ტიროდნენ, რატომ არის ჩუმად, ცუდად ხომ არ გახდაო, არადა, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. საერთოდ, ტირილი მიყვარს, მაგრამ ვტირი წვრილმანებზე, თუ რამე მტკივა ან რამე სერიოზული პრობლემა მაქვს, მედგრად ვხვდები და ცრემლიც არ ჩამომივარდება.

- სიჩქარესთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- კარგი. როცა მე ვმართავ მანქანას, რა თქმა უნდა, ნელა ვატარებ, მაგრამ როცა სხვაა საჭესთან, თავიდანვე ვაფრთხილებ, ნელა იაროს. ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამონათქვამია - იჩქარე ნელა.

Ambebi.Ge- ბუნებრივი მოვლენების - ჭექა-ქუხილის, ელვის, მიწისძვრის ხომ არ გეშინია?
- თითოეული მათგანი არასასიამოვნოა, მაგრამ განსაკუთრებულად მახსოვს 2002 წელს მომხდარი მიწისძვრა, მაშინ უკვე შვილი მყავდა და ძალიან განვიცადე, ალბათ ეს დედის ინსტინქტი იყო და ამ ყველაფერს სხვანაირად შევხედე.

- მიცვალებულების თუ გეშინია, პანაშვიდებზე სიარული შეგიძლია?
- სასაფლაოზე სიარული არ მიყვარს, ასევეა პანაშვიდებზეც, ყოველთვის ვცდილობ, სწრაფად მივიდე და სწრაფადვე გამოვიდე. საერთოდ, ვცდილობ, არ შევხედო მიცვალებულს, რადგან არ მინდა, ის ადამიანი ასე დამამახსოვრდეს.

- გარდა ამ ყველაფრისა, არსებობს დაქორწინებისა და სიყვარულის შიშიც...
- არც ერთის არ მეშინია ნამდვილად (იღიმება), მაგრამ მიმაჩნია, როგორც ვარ, ასე უნდა ვიყო და რაც მოსახდენი იყო, ის მოხდა. საერთოდ ბედის მჯერა, ვიცი, რაც უწერია ადამიანს, ვერსად გაექცევა. უბრალოდ, ახლა უფრო დაფიქრებით ვუდგები ამ საკითხს, რადგან ბევრი გამოვიარე და ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ყოველთვის უფრო კარგად სწავლობს.

- ციფრების მიმართ რამე ცრურწმენა ხომ არ გაქვს, მაგალითად, 13-ის მიმართ?

- არა, უბრალოდ, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს 7-ის მიმართ, ჩემი შვილი მეშვიდე თვეს გაჩნდა, მე 1977 წელს დავიბადე, ტელეფონის ნომერშიც 7-იანები ჭარბობს. არ მიყვარს 6-იანი და 8-იანი.

- როგორც აღმოჩნდა, რამე განსაკუთრებული ფობია არ გაქვს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს ძალიან აწუხებს, რას ურჩევ მათ?

- ფსიქოლოგიურად უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, დაძლიონ შიში და იფიქრონ იმაზე, რომ ამ ფობიამ არ აჯობოთ. ჩემთვის ფობია არის ფსიქოლოგიური სისუსტე, რომელიც ავადმყოფობაშია გადაზრდილი, ამიტომ მასთან ბრძოლაა საჭირო.


ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
12:46 / 09-09-2010  Image ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია"
15:53 / 09-09-2010  Image ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის
ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის
13:30 / 09-09-2010  Image ბობ მარლის ქალიშვილს სახლში მარიხუანა მოჰყავდა
მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა
10:56 / 09-09-2010  Image ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა