2016 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.3 %-ით მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.