ბრიტანეთის პრინც უილიამის საჩუქარი, მის მეგობარ გოგონა კეიტ მიდლტონს, კოკერ-სპანიელმა მეტსახელად ოტომ შეუჭამა, წერს ”The Daily Mail”. ძაღლმა მაგიდაზე დადებული მარგალიტის თვლებით მორთული ანტიკვარული საყურე მოიპარა და დაღეჭა.როგორც გამომცემლობას მიდლტონის მეგობარმა განუცხადა, პრინც უილიამის საცოლეს ძალიან მოსწონდა მარგალიტები. დანაკარგის აღმოჩენის შემდეგ, მან მაშინვე ძაღლზე მიიტანა ეჭვი და ამის შესახებ უილიამსს უთხრა. უილიამი კი არ გაბრაზდა, პირიქით, ბევრი იცინა ამ ამბის გამო და თქვა, რომ ადრე თუ გვიან საყურე მაინც გამოჩნდებოდა.
მოგვიანებით, მართლაც აღმოაჩინეს ძაღლისგან გაზიანებული საყურე, თუმცა იგი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. უილიამმა ეს რომ შეიტყო, საცოლეს ახალი საყურის ყიდვას დაჰპირდა და გაუხარდა, რომ ძაღლი არ დაშავებულა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.




















