საჩუქარი პირველი მილიონერისთვის - რას უმზადებს მომავალ თაობებს "სილიკონ ველი თბილისი"

საჩუქარი პირველი მილიონერისთვის - რას უმზადებს მომავალ თაობებს "სილიკონ ველი თბილისი"

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - "სილიკონ ველი თბილისი", რომელიც ბაგებში მდებარეობს, IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს აერთიანებს.

იხილეთ სიუჟეტი| როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ საკუთარ თავს "სილიკონ ველი თბილისს" დაუკავშირებთ

დაათვალიერეთ ფოტოები მაღალტექნოლოგიური ცენტრის გახსნიდან

"სილიკონ ველი თბილისში" მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს "სილიკონ ველი თბილისში" მდებარე IT აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცენდენტო პროექტის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და განათლების მინისტრები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

"სილიკონ ველი თბილისის" კედელში კაფსულით სპეციალური ფირფიტა მოთავსდა, რომელიც სიმბოლური საჩუქარია. ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმ წარმატებულ და გამორჩეულ კურსდამთავრებულს ან სტუდენტს გადაეცემა, რომელიც პირველი მილიონერი გახდება.

დაათვალიერეთ ფოტოები მაღალტექნოლოგიური ცენტრის გახსნიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი