საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულითაც მოახერხეს. თუმცე, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი). 13 ქულით დაეხმარა გუნდს გიორგი ცინცაძე.

sportall.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი