რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღებამდე

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღებამდე

მემკვიდრეობის გამო ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირია. რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე და რატომ არის კანონის ცოდნა აუცილებელი, "ბიზნესპრესნიუსი" ამ თემაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა.

როდესაც ანდერძი არ არსებობს

ირაკლი უტიაშვილი: თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს - დედას, მამას ან ახლობელს, ანდერძი არ აქვს დაწერილი. ასეთ დროს, ქონების გადასვლა სხვა პირებზე კანონის დაცვით უნდა მოხდეს. გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს უფლება აქვთ მისი ქონება 6 თვის განმავლობაში მიიღონ. 6 თვე ერთგვარ ზღვრად არის მიჩნეული. ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ნათესავისგან შორს ცხოვრობდა და მას იშვიათად ნახულობდა, მემკვიდრედ მაშინ ჩაითვლება, თუ სანოტარო ბიუროში შეიტანს განცხადებას მემკვიდრეობის მიღების შესახებ, ან მის განკარგვას შეუდგება. ის უნდა მიდიოდეს, უვლიდეს დატოვებულ ქონებას და აღიარებდეს, რომ ამ ქონებაზე პრეტენზია აქვს. დადგენილი 6 თვის გასვლის შემდეგ, ყველაზე ახლო ნათესავსაც კი, ქონების მიღების უფლება ერთმევა. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები, (მათ შორის ის, ვინც ქონების მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა) ასევე - მშობლები და მეუღლე. ეს ადამიანები თანაბარი უფლებით სარგებლობენ და მათ სრული უფლება აქვთ გარდაცვლილის ქონება თანაბრად გაინაწილონ.

როდესაც ქონების მეპატრონე მეუღლესთან გაყრილია

სადავო სიტუაცია იქმნება მაშინაც, როდესაც მამაკაცი (ან ქალი) პირველ მეუღლესთან გაყრილია და შვილები ორივე ქორწინებაში ჰყავს. ამ შემთხვევაში, მის ქონებაზე თანაბარი უფლებით სარგებლობენ შვილები და მშობლები. რაც შეეხება მეუღლეს, მხოლოდ ის არის მემკვიდრე, რომელთანაც გარდაცვლილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. აქ არ იგულისხმება საეკლესიო წესით ქორწინება. თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული, მეუღლეს მემკვიდრეობის მიღების უფლება არა აქვს. რაც შეეხება შვილებს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ცოლისგან ჰყავს შვილი მშობელს - ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს - ყველას აქვს უფლება მოითხოვოს მემკვიდრეობა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი