გააძვირდება თუ არა გაზი "ყაზტრანსგაზის" გასხვისების შემდეგ და ვინ დგას მოსალოდნელი გარიგების უკან

გააძვირდება თუ არა გაზი "ყაზტრანსგაზის" გასხვისების შემდეგ და ვინ დგას მოსალოდნელი გარიგების უკან

საუბარი იმის შესახებ, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" იყიდება და მის შეძენას "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აპირებს, კარგა ხანია არ წყდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები "ყაზმუნაიგაზსა" და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. "ყაზმუნაიგაზთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია აქვს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილს, ამ დღეებში ეს ინფორმაცია დაადასტურა ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა ილია ელოშვილმაც.

"შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ, თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები. ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი. რაც ხდება კანონიერად და რაც წაადგება კომპანიას და ბიზნესს, ყოველთვის მივესალმებით ამგვარ კერძო გარიგებებს", - განაცხადა მან.

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, დეტალები ენერგეტიკის სამინისტროსთვის უცნობია და იმაზე მეტს ვერაფერს იტყვიან, რაც მინისტრმა ოფიციალურად თქვა. "ბიზნესპრენიუსთან" კომენტარისგან თავი შეიკავა "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმაც".

ამაჟამად მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს, რას მოგვიტანს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება და ხომ არ აისახება ეს ბუნებრივი აირის ტარიფზე, მაგრამ ვიდრე ამ საკითხის განხილვას შევუდგებოდეთ, საყურადღებოა გავიხსენოთ, ვინ დგას მოსალოდნელი გარიგების უკან: ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 2006 წელს, 12 მილიონ 500 ათას ლარად შეიძინა. 2009 წლისთვის "ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი - საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიმართ. ვალების ამოსაღებად სემეკმა კომპანიაში 2009 წელს სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

რაც შეეხება "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს", ეს კომპანიაც 2006 წელს არის დაარსებული. მისი მფლობელი, ოფშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანია "ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი" გახლდათ. ამ კომპანიის ერთადერთი ქართველი პარტნიორი კი საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი წევრი დავით ბეჟუაშვილია.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი