ვინ შეიძლება გახდეს თსუ-ს ახალი რექტორი ლადო პაპავას შემდეგ

ვინ შეიძლება გახდეს თსუ-ს ახალი რექტორი ლადო პაპავას შემდეგ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. არჩევნებში სამი კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე იღებს მონაწილეობას.

რექტორობის კანდიდატები არჩევნებამდე 4 დღის განმავლობაში სტუდენტებსა და პროფესორებს ხვდებოდნენ, რათა მათთვის თავიანთი ხედვა გაეზიარებინათ.

ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი შარვაშიძე, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე, მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში მონაწილეობის გამო გათავისუფლდა. კანდიდატს, სტუდენტთა ნაწილის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა, რადგან, მათი თქმით, თანამდებობაზე ყოფნისას შარვაშიძე განათლების სისტემაში ქმედით ნაბიჯებს არ დგამდა.

უნივერსიტეტის განვითარების თვალსაზრისით შარვაშიძემ საკუთარი შეხედულებები გააჟღერა.

"სახელმწიფომ იმ 21 მიმართულებას უნდა გადახედოს, რომელსაც აფინანსებს. უნდა დააფინანსოს ის მიმართულებები, რომლებიც აუცილებელის განვითარებისთვის. მაგალითთად, ჩვენ გვჭირდება არმენოლოგები, ეს არ არის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულება, მაგრამ სახელმწიფოს მისი არსებობა სჭირდება", - აღნიშნა მან.

შარვაშიძის კონცეფციაში სტუდენტებისთვის შესაძლებლობების შექმნაზეც არის საუბარი. "ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს ერთნაირი წვდომა იმ სიკეთეებზე, რაც არის საუნივერსიტეტო სივრცეში.

ეს იქნება გრანტები, სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, თუ სხვა. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არც ერთი ჯგუფი, არც მეორე ჯგუფი და არც მესამე ჯგუფი", - განმარტავს კანდიდატი. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი