ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა - 25-წლიანი ისტორიული პროცესის დასასრული

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა - 25-წლიანი ისტორიული პროცესის დასასრული

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა - რამდენიმე წუთის წინ, საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იტყობინება, პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები არიან.

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში - ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში გაფორმდა.

Historic day after 25 years: Leuville Estate returns to Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი