როდემდე შენარჩუნდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ინფორმაცია

როდემდე შენარჩუნდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს საღამოს ზომიერი წვიმა შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ძლიერად წვიმდა.

"სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების მიხედვით, სვანიძის ქუჩაზე ნალექის რაოდენობამ 23მმ შეადგინა, ბაგების ხევში -18მმ, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე - 31მმ. ამ საღამოს ზომიერი წვიმა შენარჩუნდება. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და წვიმის ინტენსივობა შესუსტდება", - აცხადებენ სააგენტოში.

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩაზე წყლის ნაკადი წარმოქმნა. დაიტბორა ბახტრიონი, კოსტავას ქუჩა, გმირთა მოედანი, რუსთაველის გამზირი და პეკინის ქუჩა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში დედაქალაქში საცობი იყო.

იხილეთ: ფოტოები დატბორილი ქუჩებიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი