ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით, რომელიმე მისამართზე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თბილისის მერია

ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით, რომელიმე მისამართზე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თბილისის მერია

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით, რომელიმე მისამართზე რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის ხელმძღვანელობა იმ ადგილებზეა გასული, სადაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა უწყებაში მისამართებს არ აკონკრეტებენ.

"პრობლემები ქუჩებში უხვმა ნალექმა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ნუცუბიძის ქუჩის ამსახველი ფოტოები დაიდო. ნუცუბიძის ქუჩის სანიაღვრე ქსელი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. იმდენად უხვი ნალექი მოვიდა, რომ ერთბაშად სისტემამ ვეღარ გაატარა. რაიმე კონკრეტული მისამართი, სადაც განსაკუთრებული პრობლემაა, ასეთი არ გვაქვს. სამსახურის ხელმძღვანელობა ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით მისამართებზე გადიანს", - განაცხადეს სამსახურში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი