კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:22 / 23-09-2016
უცნაური შურისძიება ... (ნამდვილი ამბავი)
ქალბატონი ქეთევანი სამოცდაათს გადაცილებული ქალია და როგორც თავად ამბობს, აღარაფრის ეშინია - მათ შორის, იმ სიმართლისაც, რომლის დამალვასაც გულდაგულ ცდილობდა წლების განმავლობაში.
- საციხე საქმე ჩავიდინე და ვიცი, დასაჭერიც ვიყავი, მაგრამ გამამწარა ახლობელი ადამიანის ღალატმა, შურისძიების სურვილმა დამაბრმავა: ღმერთიც დავივიწყე და ადამიანობაც... თბილისში დავიბადე და გავიზარდე, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამა ექიმი მყავდა. ხუთი წელიწადი იბრძოდა დიდ სამამულო ომში, ფრონტის წინა ხაზზე და უამრავი ადამიანისთვის უჩუქებია სიცოცხლე. მერე, საიდან აღარ იღებდა წერილებს, ამანათებს. მახსოვს, ერთმა კაცმა
ოქროს ზოდიც კი აჩუქა: სიცოცხლით ვარ დავალებული შენგან. რომ შემეძლოს, მთელი დედამიწის სიმდიდრეს ფეხქვეშ გაგიგებდიო...

დედაჩემიც ფრონტზე გაიცნო. მედდად მუშაობდა თურმე, ლაზარეთში. ულამაზესი დედა მყავდა და რა გასაკვირია, რომ მამას მასზე დაქორწინება მოენდომებინა... მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. კარგად ვსწავლობდი და მამას გავლენით, ექიმობა გადავწყვიტე. სპეციალობად გინეკოლოგია ავირჩიე და არც სამუშაოს პოვნა გამჭირვებია. გათხოვება დამიგვიანდა და სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ თან გაიყოლეს ჩემზე დარდი და შვილიშვილებზე ოცნება. ერთი პერიოდი სამედიცინო სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი. იქ ერთადერთი ბიჭი სწავლობდა საფერშლოზე. მაღალმთიანი რეგიონიდან იყო. თურმე, რამდენიმე წელიწადი აბარებდა ინსტიტუტში და ვერ ხვდებოდა. მერე საფერშლოზე ჩაუბარებია: რამდენიმე სოფელს რომ ვუპატრონო და დავეხმარო, იმდენ განათლებას მაინც მივიღებო...

არც კი ვიცი, რა დამემართა და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო თუ მანაც მომცა საბაბი, რომ დავიახლოვე. ის ოცდახუთი წლის იყო, მე კი ორმოცს აღარაფერი მაკლდა. ნაქირავები ბინიდან ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად და მართლაც, ფუფუნებაში ვაცხოვრებდი ორი წელიწადი. ძალიან მინდოდა შვილი მისგან, მაგრამ ვერ დავფეხმძიმდი, მერე ბავშვის აყვანაზე დავუწყე ლაპარაკი, რაზეც სასტიკი წინააღმდეგობა გამიწია და საბოლოოდ გამომიტყდა, რომ სოფელში შეყვარებული ჰყავდა და მასთან დაბრუნებას აპირებდა...
მოკლედ, გამომიყენა და სწავლა რომ დაასრულა, რაიონში დაბრუნდა, მალე დაქორწინდა კიდეც. ვიცი, ბევრი მეტყვის: აბა, რას მოელოდი თხუთმეტი წლით პატარა ბიჭისგანო? მაშინ სხვა ფიქრები მქონდა და ამიტომაც, მისი დასჯა გადავწყვიტე.

განაგრძეთ კითხვა
23:33 / 10-04-2017
ცისკარა
0
ნუ ნერვიულობთ.ესეც შეთხზული ამბავია. დასაწყისშივე ეტყობა. ომი 4 წელიწადს გრძელდებოდა და მამამისი 5 წელი იბრძოდა, თა ბ აც წინა ხაზზე, რაც საერთოდ წარმოუდგენელია. წინა ხაზზე ერთი და იგივე ადამიანს 5 წელი არ აბრძოლებდნენ. დანარჩენიც ასეთივე ზღაპარია.
18:45 / 10-04-2017
ninos
0
ყვლამ თავის თავხ მიხედოს, ვინაა ცოდვიანი თქვენი გასარჩევი არაა. :)) ჯოჯოხეთზე კიდე ასე რომ მსჯელობით, ვინ მოგცათ უფლება ღვთის განგებაშI ჩაერიოთ? :D განკითხვის ცოდვა თქვენც გიწევთ. :)))
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 11-12-2017  Image "ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49