უცნაური შურისძიება ... (ნამდვილი ამბავი)

უცნაური შურისძიება ... (ნამდვილი ამბავი)

ქალბატონი ქეთევანი სამოცდაათს გადაცილებული ქალია და როგორც თავად ამბობს, აღარაფრის ეშინია - მათ შორის, იმ სიმართლისაც, რომლის დამალვასაც გულდაგულ ცდილობდა წლების განმავლობაში.

- საციხე საქმე ჩავიდინე და ვიცი, დასაჭერიც ვიყავი, მაგრამ გამამწარა ახლობელი ადამიანის ღალატმა, შურისძიების სურვილმა დამაბრმავა: ღმერთიც დავივიწყე და ადამიანობაც... თბილისში დავიბადე და გავიზარდე, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამა ექიმი მყავდა. ხუთი წელიწადი იბრძოდა დიდ სამამულო ომში, ფრონტის წინა ხაზზე და უამრავი ადამიანისთვის უჩუქებია სიცოცხლე. მერე, საიდან აღარ იღებდა წერილებს, ამანათებს. მახსოვს, ერთმა კაცმა ოქროს ზოდიც კი აჩუქა: სიცოცხლით ვარ დავალებული შენგან. რომ შემეძლოს, მთელი დედამიწის სიმდიდრეს ფეხქვეშ გაგიგებდიო...

დედაჩემიც ფრონტზე გაიცნო. მედდად მუშაობდა თურმე, ლაზარეთში. ულამაზესი დედა მყავდა და რა გასაკვირია, რომ მამას მასზე დაქორწინება მოენდომებინა... მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. კარგად ვსწავლობდი და მამას გავლენით, ექიმობა გადავწყვიტე. სპეციალობად გინეკოლოგია ავირჩიე და არც სამუშაოს პოვნა გამჭირვებია. გათხოვება დამიგვიანდა და სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ თან გაიყოლეს ჩემზე დარდი და შვილიშვილებზე ოცნება. ერთი პერიოდი სამედიცინო სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი. იქ ერთადერთი ბიჭი სწავლობდა საფერშლოზე. მაღალმთიანი რეგიონიდან იყო. თურმე, რამდენიმე წელიწადი აბარებდა ინსტიტუტში და ვერ ხვდებოდა. მერე საფერშლოზე ჩაუბარებია: რამდენიმე სოფელს რომ ვუპატრონო და დავეხმარო, იმდენ განათლებას მაინც მივიღებო...

არც კი ვიცი, რა დამემართა და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო თუ მანაც მომცა საბაბი, რომ დავიახლოვე. ის ოცდახუთი წლის იყო, მე კი ორმოცს აღარაფერი მაკლდა. ნაქირავები ბინიდან ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად და მართლაც, ფუფუნებაში ვაცხოვრებდი ორი წელიწადი. ძალიან მინდოდა შვილი მისგან, მაგრამ ვერ დავფეხმძიმდი, მერე ბავშვის აყვანაზე დავუწყე ლაპარაკი, რაზეც სასტიკი წინააღმდეგობა გამიწია და საბოლოოდ გამომიტყდა, რომ სოფელში შეყვარებული ჰყავდა და მასთან დაბრუნებას აპირებდა...

მოკლედ, გამომიყენა და სწავლა რომ დაასრულა, რაიონში დაბრუნდა, მალე დაქორწინდა კიდეც. ვიცი, ბევრი მეტყვის: აბა, რას მოელოდი თხუთმეტი წლით პატარა ბიჭისგანო? მაშინ სხვა ფიქრები მქონდა და ამიტომაც, მისი დასჯა გადავწყვიტე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი