ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა - რამ გამოიწვია შეფერხება

ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა - რამ გამოიწვია შეფერხება

თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან" აცნობეს, დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურში "ნაძალადევი" ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება.

იხილეთ ვიდეო

კომპანიაში აცხადებენ, რომ "ნაძალადევიდან" დაზიანებული მოძრავი საშუალების გადაყვანა გახდა საჭირო, რის შემდეგაც 09:30 საათზე ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.

მომხდარის გამო საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეჩერებულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი