ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები თბილისში BTU Kids-ის საკვირაო სკოლის გახსნაზე

ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები თბილისში BTU Kids-ის საკვირაო სკოლის გახსნაზე

"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids- ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა.

"სილიკონ ველის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს BTU Kids- ის საკვირაო სკოლის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას ცნობილი ჟურნალისტები და მათი შვილები ესწრებოდნენ. მათ საკვირაო სკოლაში სასწავლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი გააცნეს. ირაკლი მაისურაძე, თამარ ურუშაძე, ნინო შუბლაძე, ხატია მოისწრაფიშვილი, ნათია მიქიაშვილი, დაჩი გრძელიშვილი - მედიის ცნობილმა სახეებმა შვილებთან ერთად დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

პრეზენტაციაზე პატარებს საშუალება ჰქონდათ ასევე რობოტთან ერთად ეთამაშათ და კომპიუტერზე სხვადასხვა აპლიკაციებს გაცნობოდნენ. საკვირაო სკოლაში სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებული 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები შაბათ-კვირას 2-2-საათით ისწავლიან.

პროექტი ითვალისწინებს მოზარდთა გადამზადებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

"სილიკონ ველის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ასევე ზრუნავს ბავშვებზე. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო სკოლის დასაწყისი, რომელიც გულისხმობს ადრეული ასაკიდან ბავშვებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაცნობას. გვაქვს შემუშავებული უნიკალური მეთოდი, რომელიც ადრეულ ასაკიდან ბავშვების აღნიშნული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართულია "მაიკროსოფტი" და "მერსედეს ბენცი". ასევე მოხდება საკვირაო სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების გადაღება და შემდგომ განთავსება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ჩვენთან მოიყვანოს შვილები და ისწავლოს, ასევე ეს ჩანაწერები განთავსდება სხვადასხვა ვიდეოპორტალებზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მისივე თქმით, სწავლის საფასური ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის მომზადებულია სპეციალური მობილური აპლიკაციები, სხვადასხვა პლატფორმები, რომელიც მათ დაეხმარებათ ადრეული ასაკიდან პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ დაშემდგომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული იყვნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი