"აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა

"აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა

ხობის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველები ჰყავს. მათ შორის - გარდაცვლილის შვილები, რომლებიც შორიდან უყურებდნენ, როგორ გადაისხა ბენზინი მამამ და თავი დაიწვა. ყველაფერი წამებში მოხდა. დაშავებულის გადარჩენა სცადეს, რეანიმობილით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. რატომ მოიკლა თავი ისრაელის მოქალაქემ, ამას ძალოვანები დაადგენენ, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილის მეუღლე საქართველოდან წასვლას არ აპირებდა, მამას შვილების ნახვაც აეკრძალა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სიცოცხლის ასე დასრულების მიზეზი.

53 წლის არაბი მამაკაცი იოსეფ ამარი ამ ზაფხულს მეუღლესა და შვილებთან ერთად დასასვენებლად საქართველოში ჩამოვიდა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, ვითარება თუ ასე განვითარდებოდა. ამ ფაქტს წინ ცოლ-ქმრის კონფლიქტი უძღოდა. საყურადღებოა ისიც, რომ ამის შესახებ ხობის პოლიციის თანამშრომლები ინფორმირებული იყვნენ. პოლიციაში ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე საჩივრები შევიდა. ერთი მხრივ სიდედრი მოძალადე სიძისგან ქალიშვილისა და შვილიშვილების დაცვას ითხოვდა, თავის მხრივ არაბი მამაკაცი შვილების ნახვის უფლებას მოითხოვდა. პოლიციამ საბოლოოდ მამაკაცი გაამტყუნა და მის წინააღმდეგ დამცავი ორდერი გასცა. არაბ მამაკაცს შვილების ნახვა აეკრძალა. ამას ვერ შეეგუა მამაკაცი, იგი გამუდმებით მოდიოდა სიდედრის სახლში და შვილების წაყვანას ითხოვდა.

ტრაგედიამდე გარდაცვლილის მეუღლემ არასამთავრობო ორგანიზაციასაც სთხოვა დახმარება. მან ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თანამშრომლებს უამბო, რომ ძალადობის მსხვერპლია. ანჟელას თქმით, ქმარი ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე და ბავშვების თვალწინაც სცემდა. იმასაც ამბობს, შვილები რომ ეწინააღმდეგებოდნენ, მათაც არ ინდობდაო. ისინი ისრაელში ცხოვრობდნენ. ანჟელას თქმით, ბოლო 10 წელი ქმართან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მაგრამ ამ ყველაფერს შვილების გამო იტანდა. ვითარება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უფრო გართულდა. ამიტომ მან მეუღლესთან განქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა. ბოლო ინციდენტი ცოლ-ქმარს შორის ცოლის მშობლების სახლში მოხდა, ისევ იჩხუბეს, ამ ფაქტს გოგოს დედა შეესწრო და სიდედრმა კატე­გორიულად აუკრძალა სიძეს ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ურთიერთობა. მამაკაცი კი მოითხოვდა, მისი ცოლ-შვილი მასთან ერთად ისრაელში დაბრუნებულიყო. იმ დღესაც, შვილების სანახავად მივიდა, მაგრამ არ აჩვენეს ბავშვები და შეახსენეს, რომ მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერია გაცემული, რითაც ეკრძალებოდა მას ცოლთან და შვილებთან მიახლოება. პროტესტის ნიშნად მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი