"სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ!" - სელექციური აბორტის შედეგად "გამქრალი" გოგონები

"სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ!" - სელექციური აბორტის შედეგად "გამქრალი" გოგონები

ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია და ოჯახის გავლენით, ხშირ შემთხვევაში - ზეწოლითაც, სელექციური აბორტი საქართველოში კვლავაც აქტუალური თემაა: პირველი ქალიშვილის შემდეგ, ვიდრე სასურველი სქესი არ ჩაისახება, აბორტი თითქოს

"გამართლებულია"...

თამარი, 29 წლის:

- პირველი გოგონა მყავს. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს პატარა გოგონები და ამის ხათრით, მეორე ქალიშვილიც მაპატია ოჯახმა. თუმცა, როდესაც მესამედ დავორსულდი, გადავწყვიტე, ექოსკოპია გამეკეთებინა.

ისიც გოგონა იყო... ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიტირე, მაგრამ აბორტი მაინც გავიკეთე, სხვაგვარად ქმრის ოჯახის კეთილგანწყობას დავკარგავდი. მას შემდეგ კიდევ ორჯერ მომიხდა ამის გაკეთება. შემდეგ ვაჟიც გავაჩინე და ამით უზარმაზარი ტვირთი მოვიხსენი მხრიდან... არავინ მოგატყუოთ, რომ ასეთი ტენდენცია მხოლოდ რეგიონებშია. თბილისში ნათესავები მყავს. ორი ქალიშვილი ჰყავთ და ყოველ ჩასვლაზე, ვითომ ხუმრობით ეუბნება რძალს დედამთილი, - ამან გაჯობაო... სოფელში ამას პირდაპირ ამბობენ, ქალაქში კი ირიბი დაპირისპირების მიზეზი ხდება. თუმცა, ზოგი შეგნებულია და თავის აზრს ხმამაღლა არ გამოხატავს, მაგრამ არაერთხელ გამიგონია, - ვიღაც სხვა გვარისას რატომ უნდა შევაჭმევინო ჩემი ნაწვალებიო?.. ჩემთვის შვილი შვილია, სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ქმრის აზრს ვითვალისწინებ. ბევრი შვილის ყოლის მატერიალური საშუალება არ გვაქვს, ბავშვის აღზრდა ახლა ნამდვილი ფუფუნებაა, ამიტომ ქალებს გვიწევს მძიმე არჩევანის გაკეთება.

ანა, 38 წლის:

- პირველი ბიჭი მყავს. როდესაც მეორე ბავშვზე დავფეხმძიმდი, ჩემი დედამთილი ძალიან ცდილობდა, ჯერ სქესი გამეგო და მერე გამეჩინა... არც კი მიფიქრია ამაზე. მერე ჩემი ქმრის გადაბირებაც გადაწყვიტა, - ჯერ მეორე შვილისთვის მზად არ ვართო. არადა, მეც ვმუშაობ და ისიც ვუთხარი, - მუშაობას გავაგრძელებ და ძიძას ავიყვან-მეთქი. - დედაჩემი ბავშვის მომვლელად უცხოს არ შემოუშვებს და უსიამოვნებები არ მინდაო... არც ამჯერად დავიხიე უკან: - მაშინ დედაჩემს ვთხოვ დახმარებას, ისიც უცხო ხომ არ არის-მეთქი. ამის შემდეგ დედამთილმა ტაქტიკა შეცვალა, - ასე მოკლე პერიოდში მეორე შვილის გაჩენა დაგაბერებსო. - თუ ბიჭი იქნა, მაშინ რა მოხდება, გავახალგაზრდავდები-მეთქი? - ბიჭის გამო ღირს დაბერებაო... მეგონა, მამამთილი მაინც დამიჭერდა მხარს, რომელიც საკუთარ ქალიშვილზე ჭკუას კარგავს, მაგრამ დუმდა. ალბათ, მეუღლის გავლენის ქვეშ მოექცა... რაღაც დროის განმავლობაში, ქმრის სახლიდან გაბრაზებული წამოვედი, მაგრამ ისევ დავბრუნდი, რადგან პირველი შვილიშვილის გარეშე ვერ გაძლეს. იმ პერიოდში ახლობლებთან ურთიერთობას თავს ვარიდებდი, - როგორ მეთქვა, XXI საუკუნეში, დედამთილ-მამამთილთან დაპირისპირება მომიხდა იმის გამო, რომ გოგონას ველოდები და ქმარიც მათ პოზიციას იზიარებს-მეთქი?.. მოკლედ, მაინც გავაჩინე. 40 დღის განმავლობაში, ვიდრე დედაჩემთან ვიყავი, არც ერთხელ არ დაურეკავთ. ქმარი ზოგჯერ მოდიოდა და გიჟივით ეფერებოდა ჩვენს პატარა გოგონას, მაგრამ მშობლებზე საუბარს თავს არიდებდა. როდესაც მეუღლის სახლში დავბრუნდი, გულმა არ მოუთმინა და ბავშვს მაინც მიეფერა. თუმცა, დაგვიანებულ მილოცვებს ამ ტექსტით იღებდა, - არაფერია მოსალოციო... ვიდრე ლიზი არ წამოიზარდა და მათთან კონტაქტი თავად არ დაამყარა, ისინი თავს იკავებდნენ. ბავშვი ახლა 4 წლის არის და ორივეს ძალიან უყვარს, მაგრამ უფროსს მაინც სხვანაირად ექცევიან, რადგან ბიჭია...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი